Digest Logo

„ხედავთ რა სიგიჟემდე მიდის ქრისტიანობის ფანატიკური ინტერპრეტაცია? ყველაზე მეტად ის ქრისტიანები დაისჯებიან ვისთანაც მივიდა სარწმუნოება და არ უსმინა უფალს“ - თამაზ ლომიძე

1675792264
დეკანოზი თამაზ ლომიძე

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა სტამბოლში, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მოხდა. ანუ, ღმერთს ამისთვის დაუსჯია ხალხი. აღნიშნულ მოსაზრებას სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე გამოეხმაურა.

„ზოგიერთები თურმე ფიქრობენ, რომ სტამბოლში აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მომხდარა მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში, ანუ ღმერთს ამისთვის დაუსჯია ეს ხალხი.

ასე შევხედოთ ამ საკითხს: ე.ი. მე-15 საუკუნეში ბიზანტიელების ურჯულოების გამო თვითონ ღმერთმა რომ დაუშვა კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) დაცემა და თურქების ხელში ჩავარდნა, შედეგად მთავარი ტაძრის, აია სოფიას მეჩეთად ქცევა, შემდეგ ისევ ღმერთმა რომ დაუშვა თურქეთიდან მართლმადიდებლების თითქმის მთლიანად გასვლა და ფაქტობრივად მართლმადიდებელი მრევლის გაქრობა თურქეთში, აი, ამ ყველაფრის შემდეგ ანუ იმის შემდეგ, რაც თავად მართლმადიდებლების დანაშაულის გამო დაუშვა უფალმა, 550 წლის შემდეგ ისევ თვითონ სჯის სტამბოლიდან 1200 კილომეტრით მცხოვრებ ხალხს? მათ შორის ბავშვებს, რომელთაც შეიძლება საერთოდაც არაფერი სმენიათ აია სოფიას შესახებ?

ხედავთ, რა სიგიჟემდე მიდის ქრისტიანობის ფანატიკური ინტერპრეტაცია?

თქვენ არაქრისტიანების დასჯაზე ნატვრას თავი დაანებეთ და იმაზე იფიქრეთ, რომ სახარების მიხედვით ყველაზე მეტად ის ქრისტიანები დაისჯებიან ბოლოს, ვისთანაც მივიდა სარწმუნოება და მაინც არ უსმინა უფალს!“, - წერს თამაზ ლომიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე ახლოს ხართ ან რამით შეგიძლიათ დახმარება, შემეხმიანეთ“ - ქართველი ემიგრანტის ნათესავი დახმარებას ითხოვს

🎥 „სამაშველო ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ. გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“ - გიორგი ჯანჯღავა

🔵„მოგწონთ ჩემი ახალი ბოტასები? ამას ვერ დაგლეჯენ“ - მამულიჩა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს