Digest Logo

„ხელოვნური ინტელექტი შენზე უკეთ გათვლის, ააშენებს, მართავს კიდეც, მაგრამ შენსავით ვერასდროს შეიყვარებს და ვერც ისე დაწერს...“ - რას წერს გია მურღულია?

1724391684
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც კაცობრიობაზე და მის განვითარებაზე წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ განვითარების პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს და კაცობრიობის პროგრესისთვის უკიდეგანოდ მნიშვნელოვანია, ხელოვნური ინტელექტი სრულფასოვნად ვერასდროს გამოხატავს ორ რაღაცას - სიყვარულსა და პოეზიას.

გიყვარდეს და ქმნიდე პოეზიას - ეს სულის თვისებებია.
ამისთვის კეთილშობილი და გემოვნებიანი ადამიანია საჭირო.
ის, რაც გინდა ნაკლოვანი იყოს, ღმერთის შექმნილია.

ხელოვნური ინტელექტი შენზე უკეთ გათვლის, ააშენებს, განკურნავს, მართავს კიდეც, მაგრამ შენსავით ვერასდროს შეიყვარებს და ვერც ისე დაწერს, ბო ძიუ-ი, ჰაფეზი, რუსთველი, დანტე, შექსპირი, ელიოტი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი (კიდევ რამდენი შესანიშნავია!) რომ წერდნენ.

არის რაღაც, რასაც ღმერთი არასდროს არავის დაუთმობს ადამიანის გარდა.
კაცმა შეიძლება წააგოს, ღმერთი არ წააგებს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

თაკო საზინა დედა გახდა - ცნობილია რა დაარქვა ინფლუენსერმა ახალდაბადებულს