Digest Logo

„ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს. სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი“ - აგვისტოს ომის გმირის ემოციური წერილი

1659857453
ვახტანგ გზირიშვილი

აგვისტოს ომის გმირის ვახტანგ გზირიშვილის მიერ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაწერილ ემოციურ წერილს, რომელიც მან დედას მიუძღვნა სოციალურ ქსელში „საქართველოს თავდაცვა“ ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრის არ გვეშინია.

დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ. დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით.

2008 წლის 7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი - აგვისტოს ომის გმირი ვახტანგ გზირიშვილი“.  

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დედა მარიამი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა - ის 55 წლის ასაკში გარდაიცვალა

🔵ევროკავშირი აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔵აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა