Digest Logo

🎥 „წარმატებას საკუთარი შეცდომების აღიარება მოგიტანთ... მოუსმინეთ კრიტიკას, გამოიტანეთ დასკვნები“ - 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1731647820
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი 15 ნოემბრის მმართველი პლანეტა ვენერაა. საკმაოდ ძლიერი ენერგიაა და მნიშვნელოვანია იყოთ აქტიურები. არ არის სასურველი პასიურობა და სიზარმაცე. იყავით შემართებით და იმოქმედეთ!“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇

ვერძი - დადებითი დღე გექნებათ საქმიანი მიმართულებით. იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯები, აიღეთ ახალი პასუხისმგებლობები, საქმე უფრო მეტი გელოდებათ ვიდრე ელოდით.

კურო - იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, არ გადაუხვიოთ გეგმებს. იყავით მომთმენი და არ აჰყვეთ ემოციებს. სწორი ნაბიჯების გადადგმით შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას.

ტყუპები - წარმატებას საკუთარი შეცდომების აღიარება მოგიტანთ. მოუსმინეთ კრიტიკას, გამოიტანეთ დასკვნები, ეს დაგეხმარებათ, რომ მსგავსი რამ არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან. 

კირჩხიბი - რთული დღე გაქვთ, არასტანდარტული მიდგომები გიწევთ, რათა გამოსავალი ნახოთ. შეხედეთ სხვა თვალით სიტუაციას, არ აჰყვეთ ემოციას. 

ლომი - იმოქმედეთ ჩვეული მეთოდებით და არ გარისკოთ. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები, პირიქით გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველა მიმართულებაში.

ქალწული  - ბევრ დროს წაგართმევთ სხვების პრობლემების მოგვარება. არ გაგიკვირდეთ კრიტიკის, არ იდარდოთ, დღის მეორე ნახევარში სიტუაცია დალაგდება. 

სასწორი - საკმაოდ დადებითი დღეა თქვენთვის. მარტივად მოახდენთ სხვებზე შთაბეჭდილებას, ამიტომ გამოიყენეთ დღე ურთიერთობებისთვის.

მორიელი - არ ელოდოთ სხვებისგან თანადგომას, მხარდაჭერას. ნებისმიერი საქმე, რასაც დაიწყებთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ, რადგან დახმარებას, რასაც ელოდით, ვერ მიიღებთ.

მშვილდოსანი - დამოკიდებულება შეგეცვლებათ იმ ადამიანებზე, ვისაც ენდობოდით. გამოიჩინეთ სიფრთხილე და იყავით ყურადღებით. 

თხის რქა - წარმატების მიღწევა დღეს საკმაოდ მარტივია. კარგია ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება. მიიღებთ შემოთავაზებებს. 

მერწყული - ადამიანებთან სწორი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გასცეთ დაპირება, არ ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. ახალ ვალდებულებებს მოერიდეთ.

თევზები - სიფრთხილე გმართებთ, რადგან ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. გადაამოწმეთ ინფორმაცია, არ მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“

⭕„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?

⭕„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას გიორგი ყიფშიძე?