
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოეხმაურა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს.
„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არა მხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.
ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ. ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა. წადი და დაამკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე“, - წერს ქინქლაძე.
შეგახსენებთ, პსჟ-სა და „ინტერის“ მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.