Digest Logo

„კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებით... სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა...“ - ანუკა კუხალეიშვილი

1672739823
ანუკა კუხალეიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანუკა კუხალეიშვილი წერს, რომ მან  ეზოში ახალი წლის აღსანიშნად ღამით უმისამართოდ ნასროლი ტყვიები იპოვა. ფოტოზე ჩანს, რომ მასრები, სავარაუდოდ, სანადირო თოფისაა.

ანუკა კუხალეიშვილი საკუთარ თავს გადარჩენილს უწოდებს.

„სადაც მოასწრო აკრიფა, რომ კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ ჩემს ეზოში ჩამოყრილ ამ ტყვიებს ვერაფერს უზამდა… ხალხო, ამ ტყვიებით არის ჩემი ეზო მოფენილი…

ხალხი, რომელსაც ძაღლის ყეფის ეშინია, აი, ამ ტყვიებს ისვრის ახალ წელს უმისამართოდ…

კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი მოგესალმებათ 2023 წლის 3 იანვარს ჩემი სახით“, - წერს ანუკა კუხალეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს კიდევ ერთმა მოქალაქემ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ახალი წლის ღამეს თავის სახლში არასწორი ტრაექტორიით ნასროლი ტყვია სახლის კედელს მოხვდა. ის მეტი დამაჯერებლობისთვის დაზიანებული კედლისა და ტყვიის ფოტოებსაც ასაჯაროებდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„კარგად ნახეთ ეს სურათები, ეს არის საახალწლო პიროტექნიკის შედეგი. პიროტექნიკა უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს“ - გიორგი ფხაკაძე

🎥 ანი ჩირაძე გადაცემის ჩაწერის დროს წაიქცა - სახალისო კადრები „ღამის პრაიმ ტაიმიდან“

🔵„სამწუხარო ინფორმაცია მომაწოდეს! გთხოვთ, გააზიაროთ...“ - რომში მესამე დღეა ქართველ ემიგრანტს ეძებენ