გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყველაფერი ურთიერთპატივისცემით იწყება, ცხოვრება ერთი საინტერესო და დაუსრულებელი სასწავლო პროცესია:
„ხშირად რომ არ მოგეშალოთ ნერვები და გეტკინოთ გული: ადამიანი თავისი საქციელით პირველ რიგში საკუთარ თავზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მსოფლმხედველობაზე, შინაგან კულტურაზეგვაძლევს, განვითარების ხარისხზე ინფორმაციას.
❗️თუ ვიღაც უსამართლოდ მოგექცათ, ესე იგი უსამართლო ადამიანია.
❗️თუ ვიღაც მანიპულირებით გამოგიყენებთ, ესე იგი მანიპულატორია.
❗️თუ ვიღაც არ დაგაფასებთ, ესე იგი დაუნახავი და უმადურია.
❗️თუ ვიღაც ძალადობს თქვენზე, ესე იგი მოძალადეა + არ უყვარხართ!
❗️თუ ვიღაცამ გიღალატათ, ესე იგი მოღალატეა.
❗თუ ვიღაც სულ ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ესე იგი ის ცუდია, როგორც მინიმუმ თქვენთვის და ასე შემდეგ…
ვიცი, განზოგადებული პოსტულატია, მაგრამ არსი სწორია. ეს პერსპექტივა გაგიმარტივებთ ემოციების დალაგებას, საკუთარი თავის არ დანაშაულებას და ადამიანების სწორად შეფასებას და ამ შეფასებების შედეგად აუცილებელი წითელი ხაზის, საზღვრების დაწესებას საკუთარი თავის უკეთ დასაცავად.
ეცადეთ, გულში დიდი ხნით არ ჩაიდოთ წყენა, ბრაზი, ზიზღი, ტკენა … არ გამოგდით? ივარჯიშეთ, იმეცადინეთ ამაში ყოველ დღე! გულში ჩადებული, ჩამარხული ემოციები ანგრევს ადამიანს და უფუჭებს ხასიათს.
სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას. კომუნიკაციის კულტურა და გამბედაობა თუ არ აქვს ადამიანს, ის ხშირად იქნება ცუდად. ზოგადად ან პატიება სცადეთ, ან საერთოდ დაიკიდეთ. არ გამოგდით დაკიდება? ამაშიც ივარჯიშეთ!
გპირდებით, რომ ექვემდებარება ვარჯიშს და მონდომებას. ცხოვრება ერთი საინტერესო და დაუსრულებელი სასწავლო პროცესია. სულ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით ის შეიძლება იყოს მშვენიერი ან უფრო მშვენიერი, ვიდრე ამ ინგრედიენტების გარეშე.
ყველაფერი კი ურთიერთპატივისცემით იწყება. ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადასარევი დედა ვარ და შემიძლია, ეს კომპლიმენტი ჩემს თავს ყოველდღე ვუთხრა“ - რუსკა მაყაშვილი