Digest Logo

„გადასარევი დედა ვარ და შემიძლია, ეს კომპლიმენტი ჩემს თავს ყოველდღე ვუთხრა“ - რუსკა მაყაშვილი

1776250915
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი პოდკასტში „მე-V ელემენტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო დედობა იყო, მისი თქმით იგი ძალიან კარგი დედაა.

„გადასარევი დედა ვარ და შემიძლია, ეს კომპლიმენტი ჩემ თავს ყოველდღე ვუთხრა. 

არ შეიძლება ქალმა და დედამ დააკნინოს საკუთარი თავი. ადამიანი, რომელიც თავისი შვილებისთვის ცხოვრობს. 

რაც მე შვილები გავაჩინე, თითქოს არ მახსოვს რას ვაკეთებდი. ადამიანი რომელიც ყოველდღე ფიქრობს, რა ჩააცვას, რა აჭამოს, მე მაგალითად ბავშვებს სპექტაკლებს შუა ვაჭმევდი. 

ყველა დედამ აუცილებლად უნდა უთხრას საკუთარ თავს, რომ არიან კარგი დედები, ამას სხვა არავინ არ გეტყვით. იმდენად გიუფასურებენ ამ ტვინის მბურღველ ამბავს, ეს არის უდიდეს ნერვიულობა და  პასუხისმგებლობა.

დედა ყველაზე კარგად გრძნობ ყველაფერს, ჩემ შემთხვევაში დედის სიტყვა არის კანონი“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ცნობისთვის, მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გასულ წელს, მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.

მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია სასკოლო ფორმების დიზაინი და ესკიზები - განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

⭕„არ იჩქაროთ, არ დააჩქაროთ მოვლენები და ნუ ეცდებით ძალით რაიმეს შეცვლას, ამ დღეს ყველაფერი ბუნებრივად იხსნება“ - 15 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕„როცა „აუტისტს“ სალანძღავად იყენებ, შენ არ ხუმრობ და შენ აკნინებ ბავშვებს, მშობლებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან“ - ხატია სიჭინავა