Digest Logo

🎥 კრედიტით ნაყიდი ტელეფონი და განვადებით - ტანსაცმელი: რა არის რეალურად სიღარიბის მთავარი მიზეზი? ვახო ნიკოლავას რჩევები საზოგადოებას

1793868884
ვახო ნიკოლავა

ანტერპრენერი, ინვესტორი, კონტენტ კრეატორი და სამშენებლო კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელი ვახო ნიკოლავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სიღარიბესა და სიმდიდრეზე საუბრობს. 

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სიღარიბე არ ნიშნავს უფულობას. პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ფიქრობს როგორც ღარიბი:

„ვერასდროს დაძლევ სიღარიბეს, თუ არ გაითავისებ, რომ სიღარიბე არ არის უფულობა, ეს არის არასწორი აზროვნება. პრობლემა იმაში კი არ არის, რამდენი გაქვს ხელფასი, ვინ გყავს უფროსი ან როგორ ქვეყანაში ცხოვრობ, არამედ ადამიანები ფიქრობენ, როგორც ღარიბები. 

ისინი უყურებენ ფულს როგორც ხარჯს და არა როგორც შესაძლებლობას. აი, რას ვგულისხმობ: 

ღარიბი ადამიანი როდესაც რამეს ყიდულობს, მთავარ კითხვად სვამს რა ღირს? შესწვდება თუ არა ის ამის შეძენას. 

მდიდარი კი კითხულობს, რას მომცემს ამის ყიდვა, რა სარგებელს მომიტანს.

რამდენჯერ გინახავთ, რომ ადამიანები ყიდულობენ იმას, რისი ყიდვაც არ შეუძლიათ? კრედიტით ნაყიდი ბოლო მოდელის ტელეფონი, განვადებით ნაყიდი ტანსაცმელი და ა.შ. 

ღარიბი ყიდულობს დღეს და იხდის ხვალ, ზეგ, მაზეგ და ეს არ მთავრდება. მდიდარი კი არასდროს ყიდულობს თუ მას ფული არ აქვს, მანაც შეიძლება რაღაც იყიდოს კრედიტით, მაგრამ არა ტელეფონი, ჯინსი და უსარგებლო საგანი, არამედ ბინა, კომერციული ფართი, ის, რაც მას კიდევ უფრო მეტ ფულს მოუტანს“, - ამბობს ვახო ნიკოლავა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება...“ - ბესო ბაციაშვილი 5 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე

⭕„ხელსაყრელია პაემანი, სწავლის დაწყება, ქორწილი...“ - 5 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

✕