„ნაპოლის“ „მილანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს საჯაროდ მიმართა, მათ იმედის გაცრუებისთვის ბოდიში მოუხადა.
„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.