Digest Logo

„ყველა ოდესელი მისი ციტატებით მელაპარაკებოდა“ - რას წერს სააკაშვილი რეზო გაბრიაძეზე?

1623140121
გაბრიაძე და სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ ოდესაში ადამიანები, მას რეზო გაბრიაძის ციტატებით ესაუბრებოდნენ.

„გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა - ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.

ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო - პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი.

ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც, ალბათ, არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.