Digest Logo

„ყველასთვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა...“

1633499367
ხირხალა

„ყველასთვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა...“ - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინფექციურის პიარი, გიორგი ბერიძე ავრცელებს.

ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟი ხირხალაა, რომლის შემსრულებელიც მსახიობი ამირან ქადეიშვილი გახლავთ.

ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ყველასათვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა...
საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა...
სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და შემოქმედების დამფასებლებს...
1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები", ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება", თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა", გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა ("პირველი მერცხალი", ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო ("გაქცევა გათენებისას", ს. დოლიძე, 1975), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა", გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე", ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე ("მევლუდი", ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი ("წინამორბედი", ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე" (გ. კალატოზიშვილი, 1978), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"( ყ. მგელაძე, 1980), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ლ. აბაშიძე, 1980), "ჟამი მოქცევის" (ნ. ომიაძე, 1982), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. 2018 წელს გდაეცა ჯილდო "ხელოვნების ქურუმი". კინოსა და თეატრის მსახიობი,“- წერს ბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას

🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?