
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი. შვიდ კანდიდატს შორის სამი ქართველი ფეხბურთელი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
გაიმარჯვა ზურიკო დავითაშვილმა, რომლის „ოსერთან“ გატანილი გოლი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კარგი ფეხბურთელების და თანაგუნდელების გარდა, კარგი მეგობრები და ძმაკაცები არიან, რომელთა კარიერა ერთმანეთის პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს.
მეგობრები ხშირად, სახალისო კადრებს უზიარებს გამომწერებს, რაც მათ მიმართ კიდევ უფრო ზრდის ადამიანების სიმპათიას და პატივისცემას. მათდამი ხალხის ზღვა სიყვარულის მიზეზი, სწორედ ის ბავშვური და მიამიტური თამაშები და პასუხებია, რასაც სახალისო ვიდეოებში სთავაზობენ მაყურებელს.
ამჯერად სპორტული გვერდი Geo team-ი ზურიკო დავითაშვილის მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხაზს კიდევ სილამაზეზე უსვამენ.
„ლიგა ერთის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი და თან ასეთი ლამაზი რანაირად?“, - ეკითხება საბა საპანაძე.
„ლამაზი რომელი: მე თუ გოლი?“, - პასუხობს ზურიკო დავითაშვილი.
„მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა და გვერდში დამიდგა. ხმა წამერთვა ბევრი ვიყვირე კვარას ფინალზე“, - ამბობს ფეხბურთელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით