საქართველოს იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი ეწვია.
მსახიობის ვიზიტი თბილისში საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.
კადრებს სოციალურ ქსელში ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ხელმძღვანელი ნიკოლა ესაკია გვიზიარებს და წერს:
„ლეგენდა თბილისშია…“
ცნობისთვის, საღამო გაიმართება 2026 წლის 16 მაისს, 19:00 საათზე, რომელიც ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მსხვერპლთა მხარდაჭერას.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მზე და 20 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 მაისს საქართველოში