პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა რომ ჭარბწონიანი ადამიანი არის უინტელექტო. რასაც, მოჰყვა არაერთი ცნობილი ექიმის შეფასება. ციცინო შურღაიამ ახსენა ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნული თემის შესახებ წერს.
„ამ დღეებში ჩემს ირგვლივ კომიკური ტალღა აგორდა ციცინო შურღაიას გამონათქვამების გამო.
ცხოვრებაში პირველად ისეთ ყვითელ სკანდალში გავეხვიე, თავი ჰოლივუდის (თუ რა ვიცი, ბოლივუდის) ვარსკვლავი მგონია.
გულის ამაჩუყებელი იყო ამდენი ადამიანის თანაგრძნობა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ნერვები იმაზე მეშლება, თქვენი ყურადღების თუნდაც ერთი წუთი რომ მოცდა ამ სისულელეზე, როცა გარშემო იმდენი მართლა მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც ჩვენს რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს.
იმისი არ იყოს, სკოლაში რომ სიცილს მოგვიზომავდნენ ხოლმე
მასწავლებლები - „გავიცინეთ, გვეყო“, - წერს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„შინაგანი ტრანსფორმაციის დროა, მიიღე შენი ჩრდილებიც...“ - 16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი