ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე იუბილარია.
იგი 12 ნოემბერს 94 წლის გახდა.
მან 1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1955–1967 წლებში მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1967–1975 წლებში - რუსთავის თეატრში, ხოლო 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
2018 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „საფეხურები“.
მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ზურიკელას როლმა სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ასევე გამოირჩევა მისი შესრულებული როლები: ზურია, შოთა არევაძე, ბუბნოვი და ჩარლი.
გადაღებულია ათობით ცნობილ ქართულ ფილმში, მათ შორისაა „ყვავილი თოვლზე“ (1959), „გაქცევა გამთენიისას“ (1975), „დათა თუთაშხია“ (1978), „მონანიება“ (1984), „თეთრი ბაირაღები“ და „ქუჩის დღეები“ (2010).
წოდებები და ჯილდოები:
საქართველოს დამსახურებული არტისტი - 1961 წელი.
საქართველოს სახალხო არტისტი - 1979 წელი.
თბილისის საპატიო მოქალაქე - 2023 წელი.

ასევე დაგაინტერესებთ: