Digest Logo

🎥 ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა - „ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სიტყვები, რაც მისგან მოვისმინეთ…“

1782022741
სალომე კბილაშვილი

2022 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან დღეს, 21 ივნისს, 4 წელი გავიდა:

„ავბედითი 21 ივნისი... დღე, რომელიც მინდა, რომ კალენდარში საერთოდ აღარ არსებობდეს.

დრო გაჩერდა… სამწუხაროდ, რამდენი აუსრულებელი ოცნება და სურვილი დაგრჩა…  

„დე, ერთი წელიც მინდა და ყველაფერი დალაგდება, ჩემი ადგილი სტადიონია, იქ უნდა ვატარო კონცერტებიო...“ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სიტყვები, რაც მისგან მოვისმინეთ… 

შენ სულ ჩვენთან ხარ, ლევანიკო… დღეს იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა გაგიცნო, იმაზე მეტს უყვარხარ, ვიდრე ოდესმე გეგონა და წარმოგედგინა!

შენი ვარსკვლავი ზეციდან ანათებს…“, - წერს სალომე კბილაშვილი.