Digest Logo

„ლევანი ვალმოხდილია ყველას წინაშე, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი უცხო ადამიანი მწერს მადლობის სათქმელად...“ - ლევან კბილაშვილის დედა

1662111159
ლევან კბილაშვილის დედა

გარდაცვლილი ახალგაზრდა მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსს აქვეყნებს და შვილის შესახებ წერს. 

როგორც მელიტა წერს, შვილის მიმართ საზოგადოების სიყვარულის გამო განსაკუთრებული შეგრძნებები იპყრობს.

„გულმართალი, ალალმართალი, ვალმოხდილი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის და განსაკუთრებით ჩემ წინაშე… დედის, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და არასდროს, არსად, არაფრის ფასად არ შეურცხვენია. ალბათ, ამიტომაა, რომ ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, უამრავი უცხო ადამიანი მწერს მადლობის სათქმელად, მე სხვა რა მეთქმის… გაიხარეთ, უფალი გფარავდეთ, ლევანიკოს ნაცვლად კი ასე გეტყვით – გენაცვალეთ თქვენ.

წერა დავამთავრე და ქუჩაში მიმავალი მანქანიდან ლევანიკოს ნამღერი „ჯანაია” მოვისმინე. რა ვიცი, გადმოცემა შეუძლებელია ამ ყველაფრის!!!“ - წერს მელიტა ფურცელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 რა აჩუქეს ელის-მარიას ზღვაზე - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე?

🔘🎥 „გთხოვთ ყურადღებით, საბოლოოდ მოისმინოთ“ - მამულიჩა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

🔘შორენა ბეგაშვილის ფრანგული ვოიაჟი გრძელდება - მოდელი ახალ ფოტოებს აქვეყნებს