Digest Logo

„ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ გთხოვ, დამიბრუნდი. შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული“ - გვიშტიბში გაუჩინარებულ გოგოს კვლავ ეძებენ

1656928567
ხათუნა გიორგობიანი

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა გიორგობიანმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.

გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„ისევ ვეძებ ჩემს შვილს, უკვე მე-5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს.

ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი. შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული“, - წერს ხათუნა გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 ყვარლის ტყეში მომხდარი ძალადობის აქამდე უცნობი დეტალები - რატომ გაუსწორდა ორი ახალგაზრდა ფიზიკურად 68 წლის კაცს

🔵„მგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ. სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა, რომ ყველა ერთად ვართ... არაფრის გახსენება არ მინდა“ - „გოგიჩას“ გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი