Digest Logo

„მგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ. სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა, რომ ყველა ერთად ვართ... არაფრის გახსენება არ მინდა“ - „გოგიჩას“ გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

1656927058
გიორგი  გოგიჩაიშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, ყველასთვის ცნობილი, როგორც გოგიჩა, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ემოციურ სტატუსებს და ამ ფორმით იხსენებს ქმართან ერთად გატარებულ დღეებს.

დღეს გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა, რასაც სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძის გარდა, მისი ქალიშვილებიც გამოეხმაურნენ და მამას ემოციური წერილები მიუძღვნეს.

„არ ვიცი რა მოგწერო გარდა იმისა, რასაც შენს სკვერში , ყოველ შეხვედრაზე გიწერ ქვიშაზე ,,გვიყვარხარ“ ... მგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ, სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა, რომ ყველა ერთად ვართ, ალბათ, იმიტომ, რომ შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული და ურთიერთობები!

რა შორსაც არ უნდა იყო, ახლოს ხარ ყველაზე! ხანდახან ისე მჭირდები ! ისე მჭირდები....გიო რანაირი ხარ რა...

რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს, კიდევ რამდენ თამაშს გამოვიგონებდით...

რა შუაში იყო ეს დღე ჩვენთან ... მიყვარხარ და გმადლობ .. გოგიჩობა გრძელდება იცოდე, არ ინერვიულო...“, - წერს ნათია ბანძელაძე.

„რა უსამართლობაა... მეშინია კალენდარში ამ რიცხვის დადგომის, 4 ივლისი რა საშიში რიცხვია, არაფრის გახსენება არ მინდა. მინდა გაქრეს იმ დღის ტკივილი მამა, მიყვარხარ, არაადამიანურად მენატრები, ჩემო ერთადერთო ანგელოზო. დაუჯერებელი რეალობა... 3 წელი პატარა ანგელოზი მზესთან ახლოს ...“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.„სადაც არ უნდა წავიდე… სადაც არ უნდა გავიქცე… დგება ეს დღე…. 3 წელი გატეხილი გულით და ნატკენი სულით…

მიყვარხარ სამუდამოდ, მამა! მენატრები“, - წერს ნინი გოგიჩაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵დღეს ნუცა ქავთარაძის დაბადების დღეა - როგორ მიულოცა მას ქმარმა იუბილე

🔵„BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამებზე

🔵„უკრაინის ომი სხვა ფაზაში გადავა... აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთან არის, ნელ-ნელა განელდება“ - მიხეილ ცაგარელი