Digest Logo

🎥 „ლობიოს ვამზადებ კარგად, მაგის გამო იგებდა ტურნირებს ნიკა...შარლოტას მაგ რეცეპტს არ ჩავუგდებ“ - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარსა და მის ახალ საცოლეზე

1768904320
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ქართული „იუთუბის“ ხშირი სტუმარია და პირად ცხოვრებაზე თამამად საუბრობს.

ნეკა ამჯერად პოდკასტში „სარკასტიკა“ განმარტავს, რომ ყოფილ მეუღლეს, ნიკა ბასილაშვილს თავის „ქმრად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეკლესიურად მათი კავშირი ძალაში რჩება.

„დაემთხვა ეტყობა ნიკას ნიშნობა და ჩემი სიმღერის გამოსვლა. მომენატრა ძალიან ეგ პერიოდები, სასამართლოები. ნიკა ჩემ ქმრად ითვლება, იმიტომ რომ ხელი არ გვაქვს გაწერილი. „ვაბშე“ იმ ქალს რა უნდა მაგასთან, ჩემი ქმარია. ეკლესიურად ჩემ ქმარად არის, მრუშობს. ესე იგი მრუშობს ის გოგო, მე ვარ ცოლი. ლობიოს ვამზადებ კარგად. მაგის გამო იგებდა ტურნირებს ნიკა. რომ აღარ ჭამს ლობიოს, იმიტომ ვეღარ თამაშობს ისე კარგად. მაგ რეცეპტს ვაჯდები, შარლოტას მაგ რეცეპტს არ ჩავუგდებ“ - ჰყვება ნეკა დოროყაშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: