ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, საკუთარ გარდასახვის გზის სირთულეებზე პერიოდულად საჯაროდ და გულწრფელად საუბრობს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მან ცოტა ხნის წინ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და საკუთარ გარეგნობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა - მკერდის იმპლანტები გაიკეთა. ამჯერად ლორენმა საჯდომის მოცულობის გაზრდის ოპერაციაც ჩაიტარა.
მისი თქმით, ცვლილებები მხოლოდ საკუთარი კომფორტისა და თვითშეგნების გაუმჯობესებას ემსახურება, და თვლის, რომ მისთვის ესთეტიკა და სილამაზე ცხოვრების მუდმივი ნაწილი იქნება ნებისმიერ ასაკში.
„მე მიყვარს ესთეტიკა, სილამაზე და არცერთ ასაკში არ ვიტყვი უარს პლასტიკურ ქირურგიაზე. ის ქალები, რომლებიც საუბრობენ „ეს აწყობილები“, „ეს გაკეთებული თოჯინები“ - გვჯობდეთ თქვენი ნატურალური სილამაზით, ვიყოთ ჩვენ აწყობილები“, - წერს ლორენ მასხულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაე, აღსრულდეს ის, რაც ღმერთმა საქართველოსთვის ისურვა“ - გია მურღულია