Digest Logo

🎥 „მადლიერება პირდაპირი საწინდარია ბედნიერებისა და უმადურობა პირდაპირი მიზეზია უბედურებისა...“ - მამა საბა ჭიკაიძე

1738082523
მამა საბა ჭიკაიძე

ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ სივრცეში, მსახურებიდან მამა საბა ჭიკაიძის ქადაგების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იგი მადლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია ქრისტიანი ადამიანი თავმდაბალი იყოს:

„თუ გინდათ რომ ბედნიერები იყოთ, იყავით მადლიერები. ვინ არის ბედნიერი ადამიანი? ბედნიერი ადამიანი არის თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი დაინახოს ის, რაც გააჩნია ღვთისგან. რამდენი რამე აქვს მინიჭებული უფლისგან. ამპარტავანი და ყეყეჩი ადამიანი ყოველთვის იმას დაინახავს რაც არა აქვს, რაც აქვს იმას ვერ ხედავს. რაც აქვს თვლის რომ ეს ისედაც უნდა ჰქონდეს და გაცილებით მეტს იმსახურებს. ასევე თვლის რომ თვითონ ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ამპარტავანი ადამიანი, ვერასოდეს ვერ არის კმაყოფილი. არის ბოროტებითა და შურით სავსე. ასევე არის იმის მოლოდინში, რაც არასოდეს არ მიეცემა ასეთი საქციელით. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის ხედავს რაც გააჩნია ღვთისაგან. ყველაფრის მადლიერია, ფიქრობს, რომ რაც აქვს ისიც არ ეკუთვნის. თუ კი იმას გაიაზრებ, რომ იმაზე ბევრად უკეთ ხარ ვიდრე გეკუთვნის სულ ბედნიერი იქნები. მე არ მინახავს მადლიერი ადამიანი უბედური, რაც არ უნდა ცოტა ჰქონდეს მას და არ მინახავს უბედური ადამიანი მადლიერი, რაც არ უნდა ბევრი ჰქონდეს მას. მადლიერება პირდაპირი საწინდარია ბედნიერებისა და უმადურობა პირდაპირი მიზეზია უბედურებისა“, - ამბობს მამა საბა ჭიკაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვეულებრივზე მეტს აღიქვამენ, არამედ ყველასგან განსხვავებული რაკურსით ხედავენ...“ - გია მურღულია საინტერესო პოსტს აქვეყნებს

⭕BBC სტატიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც თავის წონაზე ბევრად დიდი ტვირთის აწევა შეუძლიათ და ერთ-ერთ მაგალითად ლაშა ტალახაძე მოჰყავს

🎥 „დიდებული ქალბატონები“ - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ანრი ჯოხაძის კონცერტზე ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე