ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ევქარისტიულ მსახურებას ტყუილად არ ჰქვია მადლიერების მსახურება,
მადლიერი ვარ მე სიცოცხლის,
ცხოვრების,
ღმერთის და იმის, რომ ამ მსახურებაზე მოვედი და მაქვს საშუალება ვეზიარო,
— და მადლიერი ადამიანი შეიძლება ვინმეს უბღვერდეს?!
— ან სხვას, დაბღვერილს, არ პატიებდეს?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.