Digest Logo

„მადლობა ღმერთს ყველა შანსისთვის, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება“ - რა სიახლეებია ნანუკა სტამბოლიშვილის კარიერაში?

1778669666
ნანუკა სტამბოლიშვილი

ქართველი მსახიობი და მოცეკვავე ნანუკა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მან სოციალურ ქსელში რეჟისორ ემინ ალფერთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ იგი ახალ პროექტში მონაწილეობს.

მსახიობი ყველა შანსისთვის ღმერთს მადლობას უხდის:

„დიდი პატივია ჩემთვის ისეთ რეჟისორთან მუშაობა, როგორიც ემინ ალფერია…

მადლობა ღმერთს ყველა შანსისთვის🙏🏻

ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის…

უფალი ჩვენსკენ🙏🏻“, - წერს ნანუკა სტამბოლიშვილი. 

ცნობისთვის, ნანუკას განსაკუთრებული და საყოველთაო აღიარება თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა, რის შემდეგაც საზოგადოების ყურადღება მუდმივად მისკენ არის მიპყრობილი. მეგობრები და კოლეგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მსახიობი უბრალოებით და უშუალობით გამოირჩევა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარი ქალი ხარ, დახვეწილი და განსაკუთრებული...“ - როგორ აფასებენ მაკა ზამბახიძის ახალ ფოტოებს

„სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„ჩემი მამოტივირებელი ძალა...“ - ილია თოფურია ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს