Digest Logo

„სითბოს ფონზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1778666284
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

როგორც იგი განმარტავს, უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან სეტყვა:

„მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

თუმცა ნალექი არსად გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე, მზიანი და თბილი საათები კვლავ დარჩება ჩვენი ყოველდღიურობის მთავარ ფერად, მხოლოდ საღამოსა და ღამის საათებში გაგვიავდრდება, ქარის გაძლიერებით.

სითბო და სინათლე ისევ ჩვენთანაა, ხოლო წვიმა მხოლოდ ხანმოკლე ხნით, თითქოს ბუნების ემოციური შეხსენება იქნება, რომ ყოველი დღე თავისი სიურპრიზით მოდის.

გისურვებთ საოცარ დღეებს და აქვე გეტყვით, რომ მზის ულტრაიისფერი ინდექსი მაღალია, შეგიძლიათ გაირუჯოთ და გაზაფხულზეც დატკბეთ მშვენიერი ნამზეურით“, - წერს მეტეოროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემი მამოტივირებელი ძალა...“ - ილია თოფურია ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „მღვდლობის მოწოდება არ არის ექსტაზი, რომელშიც შეგიძლია ჩავარდე და ამით სიამოვნება მიიღო, ეს არის პასუხისმგებლობა და საუკუნო ბეჭედი...“ - მამა იორონიმე

🎥 „არ ვფიქრობ, რომ მღვდლობა არის ჩემი გზა... არჩევანის თავისუფლება პიროვნების ღირებულებაა“ - რატომ გადაწყვიტა ირი­ნე­ოს შენ­გე­ლიამ მღვდლობა