მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მეუღლესთან და მეგობარ ლიკა კვარაცხელიასთან ერთად კოპენჰაგენში იმყოფება, სადაც ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, სტივი უანდერსის კონცერტს დაესწრო.
ტელეწამყვანი კონცერტიდან ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და მადლობას უხდის სამყაროსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც მისთვის ეს დღე განსაკუთრებული გახადეს.
„დღევანდელი დღე შედგა❤️🙏მადლობა სამყაროს და ჩემს ადამიანებს, ლიკა კვარაცხელიას ამ ბედნიერებისთვის და Mr. Wonder himself💓“, - წერს თიკა ფაცაცია.
შეგახსენებთ, რომ თიკა ფაცაცია 1-ელ ოქტომბერს იუბილარი იყო - მომღერალი და ტელეწამყვანი 45 წლის გახდა.
View this post on Instagram