Digest Logo

„მადლობა თბილისს და ყველას, ვინც მომილოცა წოდება, რომელსაც ძნელად თუ რამე აღემატება“ - გია მურღულია

1791198381
გია მურღულია

2026 წლის 3 ოქტომბერს, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 32 დამსახურებული მოქალაქე „საპატიო თბილისელის“ წოდებით დააჯილდოვა.

ფილოლოგი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში „საპატიო თბილისელის“ წოდების მინიჭებას ეხმაურება და საზოგადოებას მადლობას უხდის:

„მადლობა თბილისს და ყველას, ვინც მომილოცა წოდება, რომელსაც ძნელად თუ რამე აღემატება“, - წერს გია მურღულია.

შეგახსენებთ, რომ „თბილისობა 2026-ის“ ფარგლებში  ჯილდოები მედიცინის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა დაიცვან საზღვრები და მოერიდონ დრამას 14 ნოემბრამდე?

⭕სამჯერ გაჩერებული გული და სამი წარმატებული რეანიმაცია - ლელა ჩუბინიძის მიერ გადარჩენილი სიცოცხლის ისტორია

⭕რა მოხდა კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე და რას ამბობენ შსს-ში?

✕