Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი სონგრაითერი და პროდიუსერი, დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან.
მომღერალმა თავის გუნდს სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა და პრემიერაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
„Firefighter"-ის პრემიერა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინ ამდენი სიყვარული გამოხატა! გადატვირთული ვარ ემოციებით და ვგრძნობ თქვენს სიყვარულს.
მადლობა ყველას, რომ მოგწონთ ჩვენი სიმღერა! ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, ყველაზე ნიჭიერი ხალხი ერთად შევიკრიბეთ და ძალიან მადლობელი ვარ თითოეული მათგანის“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თეონა კონტრიძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო - ნახეთ, როგორ გამოიყურება მომღერალი
🎥 40 კვირის ორსული ქეთი ხატიაშვილი ვარჯიშს განაგრძობს - რა კადრებს აქვეყნებს ტანმოვარჯიშე
⭕„ჩემი უძლეველი რაზმით ბაკურიანიდან“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს