Digest Logo

„მაფხიზლებს კაცის ფარშავანგული ხმა, ყივილი და ეჭიდავება 5 ცალ ინდუს სტუდენტს და ხელს აფარებს ავტომატს“ - რას წერს ანა მიქაძე

1673509380
ანა მიქაძე

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში შესწრებულ ამბავზე წერს, რა დროსაც მძღოლსა და ინდუს სტუდენტებს დაპირისპირება მოუვიდათ.

„ვზივარ ავტობუსში, თოვლისგან სრულიად გაბედნიერებული, რა მანქანა რის მანქანა.
ფეხით მინდა ბოდიალი.

პაწა ავტობუსს წავაწევინებ თავს და მერე იალაა თოვლში ვიბოდიალებ. ათოვდა ანას ბაღებს მჭირს
და უცებ მაფხიზლებს მამაკაცის ფარშავანგული ხმა.. ყივილი. და ეჭიდავება 5 ცალ ინდუს სტუდენტს და
ხელს აფარებს ავტომატს, რასაც ამ ბავშვებმა ბარათი უნდა მიადონ.

ეს ისეთი ჟუტკი სანახაობა იყო, მაგრად გამიტყდა, ვცადე გამოსარჩლება.

- იხდის ბატონო და თქვენს ინტერსში არაა გადაიხადოს?
გადაახდევინეთ.

- ქალბატონო, იცით ამათთან პირდაპირ გადმოგაგდებენ ავტობუსიდან და 60 ევროსაც მოგაყოლებენ ზედ..
მოკეტეო რააა.

- არ ვიცი საიდან ეგონა, ეს მუგუზალივით შავი, საყვარელი ბაღნები, მაგრამ კი ჩაყარა ამ თოვლში და ყიამეთში
და მე კი ჩამიკუკა რომანტიკაში.

წავჩანჩლადი, მაგრამ ვაი ასეთ გასეირნებას თოვლში. ახლა კითხვა.

თურმე წინასწარ უნდა გადაიხადო და თურმე იცით რატომ (იქვე განმანათლა გამოცდილმა მგზავრმა, მეო კასპიდან დავდივარო და ეგენი სუ დამხეცებული მაქვსოო) აი, თუ იყოჩაღე შეიძლება საათ-ნახევარში 3 ტრანსპორტი ერთის ფასად გამაიცვალოო და ეგოო იმიტომ შემოიღესო, წესიოო რა, რომ ახლა მე რუსთაველზე რომ ჩავჯექიო გლდანამდე კაი საათი მინდა და სამს კი არა ერთ ტრანსპორტზეც არ მეყოფაო ერთი გზის ფული....

ასეა ამიტომ გაიძულებენ, რომ ამსოვლისთანავე გადაიხადო ვინძლოო (ენედე რა სიტყვა მივეცი). ვინძლო ვერ მოასწო, მეორე ტრასპორტით ლარად იმგზავროო.. რა თოვლი, რა რამანწიკა, გამიტყდა“, - წერს ანა მიქაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„არყით გაჟღენთილი კაცი ამოვიდა, გაყვითლებული წვერით, ბინძური ტანსაცმლით... ყველას ხმა ჩაგვივარდა, სიტყვები სასულეში გადაგვცდა“ - ამბავი, რომელმაც სოცქსელი მოიცვა

🔵„კატასტროფულ გრიგალში დაჯდა თვითმფრინავი, სრული პანიკა სალონში, საშინელი ტურბულენტობა“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე

🎥 გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ იძალადა აჩიკო მეფარიძემ ქალზე - მომღერალი სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება