ადამიანის გონება საოცარი და კომპლექსური მექანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ მაღალტექნოლოგიურ, მეცნიერულ და რაციონალურ საუკუნეში, მაგიური აზროვნება, ტაროს კარტების შლა, მკითხავების რწმენა და ჯადოების შიში კვლავ აქტუალურია.
🧠რა დგას მსგავსი რწმენების უკან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და რატომ ეძებს ადამიანის ტვინი პასუხებს მისტიკაში?
1. კონტროლის ილუზია და გაურკვევლობის შიში: ცხოვრება ფუნდამენტურად არაპროგნოზირებადია. მომავალი ბუნდოვანია და ეს გაურკვევლობა ადამიანში ბუნებრივ შფოთვას იწვევს. როდესაც ადამიანს არ აქვს სიტუაციაზე კონტროლი, მისი ტვინი ცდილობს, რაიმე გზით შეამციროს შფოთვა. ტაროს გაშლა ან მკითხაობა ქმნის კონტროლის ილუზიას. მაშინაც კი, თუ პროგნოზი ცუდია, ადამიანისთვის უფრო ადვილია „იცოდეს რა მოხდება“, ვიდრე იცხოვროს სრული გაურკვევლობის პირობებში. გაურკვევლობა ტვინისთვის ყველაზე დიდ სტრესს წარმოადგენს.
2. ბარნუმისა და ფორერის ეფექტი: რატომ გვგონია, რომ „ეს ზუსტად ჩემზეა“? ტაროს მკითხველები, ასტროლოგები და ექსტრასენსები ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიურ ხერხს, რასაც მეცნიერებაში ბარნუმის (ან ფორერის) ეფექტი ეწოდება. ადამიანებს აქვთ მიდრეკილება ზოგადი, ბუნდოვანი და ფართო აღწერები მიიღონ, როგორც საკუთარი, უნიკალური პიროვნებისა და ცხოვრების ზუსტი დახასიათება. მაგალითი: ფრაზს "ხშირად გრძნობ, რომ შენი პოტენციური შესაძლებლობები ბოლომდე არ არის ათვისებული და გარშემომყოფები სათანადოდ ვერ გაფასებენ“ თითქმის ყველა ადამიანი დაეთანხმება და მიიღებს რომ მასზეა. ტვინი თავად აკავშირებს ამ ზოგად ფრაზებს საკუთარ ცხოვრებისეულ დეტალებთან.
3. შერჩევითი მეხსიერება და დამადასტურებელი მიკერძოება: რატომ ჯერათ ადამიანებს, რომ მკითხავის ნათქვამი „ყველაფერი ახდა“? აქ მოქმედებს ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც დამადასტურებელი მიკერძოება ქვია. მკითხავმა შეიძლება თქვას ათი სხვადასხვა ვარაუდიდან ცხრა აბსოლუტურად აცდენილი პროგნოზი, მაგრამ ერთი „დაემთხვას“. ადამიანის ტვინი ავტომატურად ივიწყებს ცდომილებებს და მხოლოდ იმ ერთ დამთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ქმნის ძლიერ, მაგრამ მცდარ შთაბეჭდილებას მკითხავის „უნარებზე“.
4. პროექცია და თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება: ტაროს კარტები და ჯადოს შესახებ რწმენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი ქცევების მართვასთან. თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება არის სიტუაცია, როდესაც რაღაცის პროგნოზირება ან რწმენა იწვევს ისეთ ქცევებს, რომლებიც რეალურს ახდენს ამ პროგნოზის ახდენას. თუ ტაროს გაშლის დროს ადამიანს ეუბნებიან, რომ „უახლოეს მომავალში კონფლიქტი ელის მეგობართან“, ის ქვეცნობიერად ხდება ზედმეტად ეჭვიანი და დაძაბული. უკვე აქვს გაუგებრობის მოლოდინი, შედეგად მისი ქცევა ნამდვილად იწვევს კონფლიქტს. ადამიანი კი ფიქრობს: „ტარომ სიმართლე თქვა!“, სინამდვილეში კი პროგნოზი მან თავად აიხდინა.
5. პასუხისმგებლობის გადატანა და ჯადოს ფსიქოლოგია: განსაკუთრებით საინტერესოა ჯადოებისა და თვალის აღების (ავი თვალის) ფსიქოლოგიური მექანიზმები.
რატომ სჯერა ზრდასრულ ადამიანს, რომ ვიღაცამ მას „ჯადო გაუკეთა“?
🌚პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება: როდესაც ცხოვრებაში კრიზისია: პრობლემები სამსახურში, პირადი ცხოვრების ნგრევა ან ჯანმრთელობის გაუარესება,ძალიან მტკივნეულია იმის აღიარება, რომ მიზეზი საკუთარი შეცდომები, არასწორი არჩევანი ან ბრმა შემთხვევაა.
🌚გარე დამნაშავის ძიება: უფრო ადვილი და ფსიქოლოგიურად კომფორტულია იფიქრო, რომ ყველა შენი უბედურება „სხვისი ბოროტი ზრახვისა და ჯადოს“ შედეგია. ეს ხსნის პირად პასუხისმგებლობას და მსხვერპლის როლში ტოვებს ადამიანს, რაც ქვეცნობიერად ამცირებს დანაშაულის გრძნობას.
6. ემოციური ონკანი და ფსიქოთერაპიული ეფექტი: პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტარო და მკითხაობა ილუზიაზეა დამყარებული, მათ ხშირად დადებითი ფსიქოთერაპიული ეფექტიც აქვთ:
🌕განტვირთვა: მკითხავთან მისული ადამიანი, ფაქტობრივად, გადმოანთხევს თავის შფოთვას, ტკივილს და პრობლემებს.
🌕გადაწყვეტილების მიღება: ზოგჯერ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ეშინია პასუხისმგებლობის აღების. ტაროს გაშლა ან მკითხავის რჩევა არის საბაბი, რომ მან მიიღოს რთული გადაწყვეტილება, რადგან „არკანმა ასე აჩვენა“.
🔮მაგიური აზროვნება და ტაროს რწმენა არ არის სისუსტე, უფრო ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივი, ევოლუციური მექანიზმია.
გაურკვევლობის შიში, კონტროლის სურვილი და რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მექანიზმი გვაძალებს, ვეძებოთ პასუხები მისტიკურ სამყაროში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მისტიკამ არ ჩაანაცვლოს რეალური პრობლემების ანალიზი და რაციონალური მოქმედება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წვიმა, ელჭექი, სეტყვა“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
⭕„დღე სიმდიდრის გარეშე, მოლოდინები არ გაამართლებს...“ - 30 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით