Digest Logo

🎥 „მაიკ ბისპინგი პირველად სინჯავს ხაჭაპურს...“ - რა კადრებს აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი დაბადების დღის წვეულებიდან?

1768112109
მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო „ქართველ მანქანად“ (The Machine) იცნობს, 1991 წლის 10 იანვარს დაიბადა. მისი ცხოვრება შრომისმოყვარეობისა და დაუღალავი ბრძოლის საუკეთესო მაგალითია. მერაბ დვალიშვილის დებიუტი UFC-ში 2017 წელს შედგა და მას შემდეგ არაერთი წარმატება მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი 35 წლის გახდა, იუბილე კი საქართველოში მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა. საქართველოში კი სტუმრად უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი იყო ჩამოსული.

მათ შორის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლი მაიკ ბისპინგი, რომელსაც მერაბ დვალიშვილმა ხაჭაპური პირველად გაასინჯა.

აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში დვალიშვილი აქვეყნებს:

„მაიკ ბისპინგი პირველად სინჯავს ხაჭაპურს“, - წერს მერაბ დვალიშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

🔵„მე სოფლიდან ვარ, მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა, როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა“ - ვილი სანიოლი

🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები