Digest Logo

„მახსოვს დედა, რომელიც შვილებს ეძებდა, ორ ბიჭს, ერთი დაიღუპა... მახსოვს, როგორ მოვატყუე, რომ მისი ორივე შვილი ცოცხალი იყო...“ - ნატალია ბერულავას ემოციური პოსტი აგვისტოს ომზე

1754641335
ნატალია ბერულავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნატალია ბერულავა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნატალია იყო ის ჟურნალისტი, რომელმაც პირველმა გადაიღო ანაკლიის ბავშვთა ბანაკის გადაწვის კადრები, სადაც მხოლოდ საქართველოს დროშა გადაურჩა ხანძარს.

„და ისევ დადგა აგვისტო ... და როგორც ყოველთვის ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, ისევ დამეწყო უძილო ღამეები.

ისევ ჩამესმის ყურში რუსული ვერტმფრენების საზარელი ხმა... თითქოს ისევ ღრჭიალებენ ქალაქის ქუჩებში ტანკები ... თუმცა 15 წელი გავიდა. 15 წელი.

ამ წლებმა ვერაფერი ვერ შეცვალა.

ვერაფერი ვერ დამავიწყა.

მე მახსოვს აგვისტო.

მე მახსოვს ყველა გმირი, რომელიც შეიწირა ამ ომმა.

მე მახსოვს ათასობით დევნილი... მე მახსოვს დედა, რომელიც შვილებს ეძებდა, ორ ბიჭს, ერთი დაიღუპა. მახსოვს, როგორ მოვატყუე , რომ მისი ორივე შვილი ცოცხალი იყო... მე მახსოვს აგვისტო!

რუსეთი ოკუპანტია! და იქნება მანამ, სანამ ფსოუზე და ცხინვალში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ აფრიალდება ! ეს ჩვენი თაობის საქმეა! მე მჯერა! ჩვენ გავიმარჯვებთ!

გვახსოვდეს აგვისტო!“, - წერდა ნატალია ბერულავა 2023 წელს.

დღეს კი ჟურნალისტმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მორიგი პოსტი გაავრცელა და ის ტკივილი გაიხსენა, რისი გადატანაც მოუწია.

„ყოველ აგვისტოს, 17 წელია, მინდა ვრცლად დავწერო ის, რაც 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ, გადავიტანეთ, მაგრამ ვერ ვწერ იმას, რაც მინდა ვთქვა, არ გამომდის... ემოციები არ განელებულა.

ერთ ფეისბუკ პოსტში ვერ ჩავატევ იმ ტკივილს, იმ ემოციას, იმ ბრაზს, რაც 2008 წლის აგვისტოში გადავიტანე.
ეს იყო 200 წლიანი ომის ერთი ბრძოლა.

ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, აუცილებლად მოვიგებთ. ოკუპანტი კი აუცილებლად აგებს პასუხს ყოველი დაღუპულის, ყოველი დევნილის, ყველა გამწარებული დედის გამო.

ამ იმედით ვცხოვრობ.

ქედს ვიხრი ყველა დაღუპულის წინაშე“, - წერს ნატალია ბერულავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ მხარეს უნდა დავხატოთ უსასრულობის ნიშანი, მეორე მხარეს კი დავწერთ 08.08.“ - თაკო მელიქიშვილი გვასწავლის როგორ ავისრულოთ სურვილი

აგვისტოს ომში დაღუპულთა სრული სია

🎥 არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს