„წერილები ჩემი ბავშვობიდან“ - ასე ასათაურებს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელსაც წერს ქალზე, რომლის ქმარიც მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა.
„მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა. ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტოს ვხედავდი. ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ: კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. მეოთხე წინადადება კი გამაოგნებელი იქნება: ეს კაცი, მისი ქმარი, მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა. თუმცა ქსენია ვალიკოს ელოდა ბევრი წელი, ვიდრე სიკვდილამდე და ტანსაცმელს გარეცხილს ახვედრებდა.
ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული. ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე. და მაშინ ყველაფერი ლაგდება. ან ვერ ლაგდება. არ ვიცი. მე შემფასებლად ვერ გამოვდგები - ამბის მომყოლად მხოლოდ“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ - კახა კალაძე