Digest Logo

🎥 უნდა გადავიწეროთ თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საჭესთან პირჯვარი?! - მამა შიო მუჯირს განმარტება

1715238625
მამა შიო მუჯირი

სახლის რომელ კუთხეში უნდა განვათავსოთ ხატები?! უნდა გადავიწეროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საჭესთან პირჯვარი?! - ამის შესახებ მამა შიო მუჯირმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა.

„ვერ ვეტყვით, რომ ხატისთვის საგანგებო კუთხე უნდა ჰქონდეთ, როგორც შეძლებთ და მოახერხებთ ისე მოაწყვეთ. უბრალოდ გირჩევთ არ გქონდეთ ბევრი ხატი, მთავარია გქონდეთ ქრისტე ხატი, ღვთისმშობლის და რომელიმე კიდევ ერთი წმინდანის ხატი. მთელ კედელზე, როცა აქვთ ხატები ამას მოვლაც სჭირდება და ვფიქრობ ლოცვის დროსაც გონება ეფანტებათ“, - ამბობს მამააო.

როგორც იგი ამბობს, საჭესთან როცა ვართ, არ არის საჭირო პირჯვარს გადაწერა. 

„როცა საჭესთან ზიხარ, ორივე ხელი უნდა იყოს საჭეზე, უფალი არ უყურებს ამას გადავიწერთ თუ არა პირჯვარს, ის უყურებს გულის მდგომარეობას“, - ამბობს  მამა შიო მუჯირი.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

🎥 „ვაფრენ, რა ლამაზი ხარ“ - ლინდა ადამიას ცეცხლოვანი ვიდეო სანაპიროდან

⭕„ბრავო!“  - ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება