Digest Logo

„მალე გამოჯანმრთელდი, მეომარო...იქ, სადაც შენი ადგილია: მწვანე მინდორზე!“ - ნეიმარის ოფიციალური ფანკლუბი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

1792658513
ხვიჩა კვარაცხელია

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ბრაზილიელი ფეხბურთელის, „ბარსელონას“ და „პსჟ“-ის ყოფილი წევრის ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორის ოფიციალური ფანკლუბის გვერდი ეხმაურება და ქართველ ფორვარდს გამამხნევებელ პოსტს უძღვნის:

„ღია წერილი კვარას:

კვარა, დღეს მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიზიარა შენი ტკივილი. სერიოზული დაზიანება, წინასაოპერაციო პერიოდი და მოედნიდან ჩამოშორება.

ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის. რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია, ჩუმი და ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს მოითხოვს.

თუმცა, თუ ვისმე ძალუძს, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს, ეს პირველ რიგში შენ ხარ. შეინარჩუნე კონცენტრაცია, გამოიჩინე მოთმინება საკუთარი სხეულის მიმართ და დაბრუნდი მაშინ, როცა მზად იქნები.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები მოუთმენლად გელიან. ჩვენ შენ გვერდით ვართ თითოეულ ეტაპზე.

მალე გამოჯანმრთელდი, მეომარო! მალე დაბრუნდი იქ, სადაც შენი ადგილია: მწვანე მინდორზე!“, - აღნიშნულია ნეიმარის ფანკლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by neymarjnbr (@neymarjn.br)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას საჯაროდ ამხნევებს

⭕ „მივყვეთ ღმერთის ნებას, რომელსაც შენთვის უკეთესი გეგმა აქვს, ჩემპიონო...“ - საბა საპანაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕ მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2026 წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება

✕