Digest Logo

„მამაი ჩვენი, შიო III“ - ეკო ფანგანი ახალი პატრიარქის არჩევას ეხმაურება

1778508607
ეკო ფანგანი.

დღეს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სინოდის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მზადყოფნა გამოთქვა, იტვირთოს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ წერს.

„ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს საქართველოს — მამაი ჩვენი, შიო III.

დიდება უფალს“, - წერს ეკო ფანგანი. 

ცნობისთვის, პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თამო ვაშალომიძე თეთრ კაბაში პოზირებს: რა სიახლეა მოდელის ცხოვრებაში? კადრები ვენეციიდან

„ბავშვური იერი ორივეს შემორჩენილი გაქვთ...“ - ლევან მათითაშვილი არქივიდან ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს