მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იქნება, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელ პასუხებს გასცემს.
საზოგადოება გადაცემის სრულ ვერსიას 19 ნოემბერს, სამშაბათს 23:15 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნახავს.
„მახსოვს როგორ სტკიოდა ვენები, როგორ სცვიოდა ლამაზი, ყვითელი თმა. არასდროს ვფიქრობდი სიკვდილზე. დილით რომ გავიღვიძე მე ვყავდი ჩახუტებული. ზურა პირდაპირი მნიშვნელობით ავად გახდა.
სანამ ზურა სახლში მოვიდა, ფინანსური პოლიციიდან გირეკავთო, მამამისს დააბარეს, რომ რამდენი წუთიც ილაპარაკა, იმდენი წელი მოგესჯებაო“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ესპანეთში იმყოფებიან
⭕„112 დარეკეთ! ხანძარია“ - მარიამ გველესიანის ახალმა კადრებმა სოცქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა