Digest Logo

„მამაოს ბინაში ჩამიჩუმი არ ისმის, არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს“ - რა წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე

1776613836
ბერი ნიკოლოზი

დღეს, 19 აპრილს გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი.

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იგი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. 

მრევლი ჯერ კიდევ 9 აპრილს წერდა, რომ მის ბინაში ხმა არ ისმოდა და ბერი ნიკოლოზი არც გადაადგილდებოდა:

„მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: „ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა“. მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა თვითმხილველები. 17.04.2026.

შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამიჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს“, - წერდა მრევლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გილოცავ აპუ ბაბუ“ - ანრი ჯოხაძის დის შვილიშვილი 1 წლის გახდა

„არქივიდან...“ - ელენე ეპიტაშვილი გიორგი მამარდაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

„თითოეულ ციფრში ჩადე შენი განზრახვა: ფული, იღბალი, სიმშვიდე...“ - როგორ გავააქტიუროთ 19 აპრილის კოდი