მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მომღერალსა და მსახიობს, ბუბა კიკაბიძეს იხსენებს.
„დღეს ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. მამას მეგობარი იყო, ერთად თევზაობდნენ ახალგაზრდობაში. ღიმილით და დიდი მოთმინებით ელოდნენ ნადავლს. ყველას დააკლდა ბუბა, მისი განუმეორებელი ღიმილი და სიდარბაისლე… ხმა. ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული“, - წერს ნინო სურგულაძე.
შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 19 ივლისს 86 წლის გახდებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბუბა კიკაბიძეს 19 ივლისს 86 წელი შეუსრულდებოდა
⭕„მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება...“ - პროფესორი ნინო აბაშიძე გარდაიცვალა