
ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, 2024 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალის ტყუპები უკვე რამდენიმე თვის არიან. მეუღლემ გიგა ცხელიშვილმა სოციალურ ქსელში შვილის მორიგი კადრები გაავრცელა.
„მამიკოს სიყვარული და დედიკოს აუხდენელი ოცნება💔“, - წერს გიგა ცხელიშვილი.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ორი ტყუპის დედა გახდა.
გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. ვრცელდებოდა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი.
სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარი თვალები გაქვს...“ - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოს გვიზიარებს