ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ამიკო ჩხიროძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ავტომობილს მართავდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა კი ვერ მოასწრო:
„სამწუხაროდ გარდაიცვალა ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ამიკო ჩხიროძე.
სამ მანქანაზე მუშაობდა და მუშაობის პროცესში მანქანა გადავარდა და წაეკიდა ცეცხლი, ვერ მოასწრო გადმოსვლა და მანქანაში დაიწვა.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი ვალენტინობა...“ - თამო ვაშალომიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან~