ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და ბოდიშს უხდის საფლავზე ვერ მისვლის გამო.
როგორც თავად წერს, გარდაცვლილი ძმის გვერდით ყოფნას ყოველთვის გრძნობს.
„რანაირი ბედნიერი დღე იყო ხოლმე 26 ივლისი ჩვენს ოჯახში… დღეს 41 წლის გახდი იმიერში.
მაპატიე, რომ წელს ვერ მოვდივარ შენს საფლავზე, მოსალოცად. სულ ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე. ზუსტად ვიცი, რომ მანდ ყველაფერს აკეთებ ძიას ბიჭის კარგად ყოფნისთვის.
მიყვარხარ, როგორც შენ მეუბნებოდი ხოლმე: ჩემო ერთადერთო ძმაო“, - წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
🎥 „უბედნიერესი ვარ, მიყვარხართ“ - როგორ მიულოცეს ლაშა ბექაურს დაბადების დღე