მოდელი მარიამ სანოგო 30 წლის გახდა. დაბადების დღე მას გადაცემაში „პრაიმ ჰაუსი“ პირდაპირ ეთერში მიულოცეს და დაბადების დღის ტორტი საზეიმოდ ჩააქრობინეს.
მოდელმა ტელევიზიაში თავისი ადგილი უკვე კარგად დაიმკვიდრა. 7 წლის წინ ამინდის გამომცხადებლად გამოჩნდა ეკრანზე და შემდეგ ბევრი ეტაპი გაიარა, პირდაპირ ეთერში მუშაობა აითვისა და თამამი და უხერხული კითხვების დასმაშიც დაოსტატდა.