10 აპრილი მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის დაბადების დღეა. გარდაცვლილი ქალი 40 წლის გახდებოდა.
მარიკუნა მიქატაძის შვილი ირინა ქიქოძე გარდაცვლილი დედის სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ, დე“, - წერს ირინა ქიქოძე.
@irinaqiqodze ყველაზე. ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ დე!!! გილოცავ დაბადებისდღეს @Marikuna Miqatadze ♥️♥️♥️ #foryou #fyp #eh #mom #fypシ ♬ Monkeys Spinning Monkeys - Kevin MacLeod & Kevin The Monkey
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ქალი 2023 წლის 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა, თუმცა, სარწმუნო წყაროების ცნობით, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა: თითქოს, მარიკუნამ მოტოციკლით მგზავრობისას ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, რაც მისი ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი გახდა.
მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი კეკელიძე დაქორწინდა - ვინ არის მისი რჩეული?
🎥 „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“ – უბერებელი ჰიტის შესანიშნავი შესრულება