Digest Logo

„მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ...“ - ნიკა გვარამიას საახალწლო მილოცვა საზოგადოებას

1672466867
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის “ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საზოგადოებას დამდეგ 2023 წელს ულოცავს და ადამიანებს კატის ენერგიით ცხოვრებას უსურვებს.

„მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.
ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის  ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.

თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“ - წერს ნიკა გვარამია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივს ვინც გაიკეთებს, ეგეთი გან----ები არც უნდა გამრავლდნენ“ - ნინო ნადირაძე

🔵„მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„სტუდენტების თანხების შეჭმა არავის შერჩენია და არც შეგრჩებათ არც შენ, არც შენს მონა მეგობრებს და არც დედა გიულის“ - დავით ოქიტაშვილი