Digest Logo

„მარტო ღმერთმა იცის რა გადავიტანე - „ქართველ ემიგრანტს დამსაქმებელი ხელით შეეხო და შემდეგ სარდაფში ჩაკეტა“ - ტრეფიკინგის მძიმე ფაქტი

1666507856
ანნა ბალამწარაშვილი

„ემიგრაციაში მცხოვრებ მეცენატ ქალთა პარტიის“ დამფუძნებელი ანნა ბალამწარიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე იმ ქართველი ემიგრანტის შესახებ წერს, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. ბალამწარაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრანტი ქალი დამსაქმებელმა მოატყუა, ხოლო ოჯახის დიასახლისს, რომელთანც ის დაასაქმეს, ფიზიკურად გაუსწორდა და სარდაფში ჩაკეტა.

„საშინელი საღამო იყო დღეს, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბელგიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მომიხდებოდა, საქმე შემდეგშია:

„თურქეთიდან, ეგრეთწოდებულმა დამსაქმებელმა, ბელგიაში „სამუშაოდ“ გამოუშვა ქართველი ქალბატონი, უთხრა რომ ოჯახი, რომელშიც იცხოვრებდა, მოაგვარებდა მისთვის ბელგიაში მუდმივი ცხოვრების საბუთის გაკეთებას, მოკლედ უზრუნველყოფდა ყველაფრით, დაზღვევა კი გაუკეთა მხოლოდ ერთი კვირის (სავარაუდოდ ყალბი), თან თურმე სტამბოლიდან ბელგიამდე მისი ჩამოყვანა 3000€ დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმაა ამ დროს, ოჯახი (თურქების, მე როგორც მივხვდი მეუღლე ჰოლანდიელი თურქია), სადაც ეს ქალბატონი მოხვდა, აღმოჩნდა ჯოჯოხეთი ბელგიაში, დღეს საღამოს მეგობართან საუბრისას ამ ქალბატონს თავზე დააცხრა ოჯახის დიასახლისი და ფიზიკურად შეეხო, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა თუ ვინმეს რამეს ეტყოდა.

როცა მიხვდა, რომ იწერდა, მეორე მოსაუბრე სულ გადაირია და ტელეფონი წაართვეს, შემდეგ როგორც აღმოჩნდა სარდაფში ჩაკეტეს, ამ შუალედში მოასწრო ამ ქალბატონმა და მეგობარს შველა სთხოვა, მან კი მე დამირეკა, ვაცნობეთ პოლიციას, სასწრაფოდ მივიდნენ იმ ოჯახში და გამოიყვანეს ეს ქალბატონი ოჯახიდან.

მადლობა ბელგიელ პოლიციელებს, ზედ გადაჰყვნენ რომ იტყვიან, დააბინავეს. ხვალ ვეცდებით, დაბრუნდეს სტამბოლში ისევ. საქმე ისაა, რომ ამ ვიდეოს გარდა არაფერი გვაქვს ხელთ, რითაც დადასტურდება ტრეფიკინგი საქმის დასაწყებად. პოლიციის მისვლის შემდეგ პასპორტი დაუბრუნეს და აქეთ დაადეს ვალი ამ საცოდავ ქალს.
მესმის, რომ სიდუხჭირე ძალზე ცუდი მრჩეველია, მაგრამ იქნებ ბოლომდე გაარკვიოთ სად და რისთვის მიდიხართ. კარგი, ამ ადამიანმა გამოასწრო დღეს და გადაურჩა უბედურებას, სხვა გადაურჩება თუ არა, არ ვიცი.
მარტო ღმერთმა იცის რა გადავიტანე ამ საღამოს, მადლობა ჩემს შვილს ელენეს, რომ შეძრა დიდი და პატარა.
ფრთხილად იყავით, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა!!!!“ - წერს ანა ბალამწარიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵მზე მორიელში გადავიდა - წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო

🔵„არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი ფიქრები და ოცნებები“ - ცაგარელი