Digest Logo

„არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი ფიქრები და ოცნებები“ - ცაგარელი

1666504584
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

მზის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობას, ნებისყოფას და შრომისუნარიანობას, ინტუიციას და წინასწარ განჭვრეტის უნარს, შეუპოვრობას და ლიდერობისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ეჭვიანობას, სარკაზმს და ზედმეტ პირდაპირობას, რევანშისა და შურისძიების სურვილს გააძლიერებს ადამიანებში.

სიყვარულის მმართველი პლანეტის – ვენერას 16 ნოემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა საგრძნობლად გაზრდის პარტნიორთა ხელშეწყობით ფინანსების მოზიდვის შანსს.

არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, უმჯობესია საიდუმლოდ შეინახოთ თქვენი ფიქრები და ოცნებები.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს წყენა, სიჯიუტე და იმედგაცრუება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ტერფებსა და თირკმელებზე წერტილოვანი მასაჟის გასაკეთებლად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. არ ღირს თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას,

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თხის რქას.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი