იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად გვიზიარებს.
ამჯერად მან „ფეისბუკზე“ მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც მამაზე საუბრობს:
„იშვიათად იწერება ხოლმე მამაზე.. მინდა მამაზე დავწერო..
მამა არის სიჩუმე, რომელიც არ გაშინებს… ის ჩნდება მაშინ, როცა სიტყვები ზედმეტია და სამყარო ზედმეტად ხმაურობს.. მისი ხმა ცოტას ამბობს, მაგრამ როცა ამბობს, სიმართლეა.. ისეთი სიმართლე, რომელიც შეიძლება მაშინვე ვერ გაიგო, მაგრამ წლების მერე მიხვდე, რომ სწორედ იმ სიტყვამ გადაგარჩინა.
მამა არის ხელი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგიჭიროს, მაგრამ ჯერ გაძლევს საშუალებას, თავად სცადო სიარული. ის არ გიხსნის ყველა დაბრკოლებას გზიდან, ის გასწავლის, როგორ გადალახო ისინი. მისი სიყვარული მოთმინებით ცხოვრობს, სიჩუმეში, პასუხისმგებლობაში, ყოველდღიურობაში..
მის თვალებში მუდამ არის დაკვირვება. ის შენს ტკივილს ხმაურით არ ხვდება, ჩუმად ამჩნევს, მაშინაც კი, როცა შენ ცდილობ, არ რომ არ შეიმჩნიო.. და ხშირად სწორედ მაშინ გეხმარება, როცა თავად უკვე ფიქრობ, რომ აღარავინ გჭირდება.
მამა არის სიმტკიცე, რომელიც არ ყვირის. ძალა, რომელიც არ გამცირებს. ავტორიტეტი, რომელიც არ გთხოვს დამტკიცებას. ის გასწავლის ღირსებას — არა სიტყვებით, არამედ საკუთარი ცხოვრებით. გასწავლის დგომას მაშინაც კი, როცა გეშინია, და დუმილს მაშინ, როცა ჩუმად დარჩენა გიჭირს, მაგრამ სიჩუმე უფრო ძლიერია, ვიდრე პასუხი..
მის გულში სიყვარული სხვანაირად სუნთქავს.. იქ ნაკლები ალერსიანია, მაგრამ მეტი ერთგულება აქვს. ის არ გეტყვის ყოველ დღე, რომ უყვარხარ, მაგრამ ყოველ დღე დაგიმტკიცებს ამას.. მისი ზრუნვა ხშირად უხილავია, მაგრამ სწორედ ამ უხილავობაშია მისი სიდიადე.
მამა გაძლევს საზღვრებს, რომ არ დაიკარგო. პასუხისმგებლობას, რომ არ გატყდე. რწმენას, რომ საკუთარი სიტყვა გქონდეს და საკუთარი ადგილი, ამ სამყაროში. და მაშინაც კი, როცა გზა შეგეშლება, ის არ დაგტოვებს.. უბრალოდ ცოტა უკან დადგება, რომ შენ თავად იპოვო სწორი მიმართულება..
და თუ ოდესმე დაცულობა ხილული გახდება, თუ სიმტკიცეს ექნება ფორმა, თუ სიყვარულს ექნება სახე, რომელიც არაფერს ითხოვს და ყველაფერს გაძლევს, იცოდე, მას მამის სახელი ერქმევა“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფეხბურთელ ნიკუშა ჭანტურიასა და ნია წივწივაძის ოჯახური იდილია - წყვილის საახალწლო განწყობა
⭕ნინო ცქიტიშვილის ოჯახური კადრები ლას-ვეგასიდან - „ულამაზესები, ბედნიერი დასვენება“