დერმატოლოგი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის წევრი. დერმოსკოპისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე საუბრობს.
მისი თქმით, ბევრი სგგდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მათი კონტროლი ან სრულად მკურნალობა შესაძლებელია:
„სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ):
ბევრი სგგდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მათი კონტროლი ან სრულად მკურნალობა შესაძლებელია.
რატომ არის ტესტირება მნიშვნელოვანი?
• იცავს შენს ჯანმრთელობას
• ამცირებს გართულებების რისკს (უნაყოფობა, ქრონიკული ინფექცია)
• იცავს შენს პარტნიორს
ტესტირება რეკომენდებულია:
• ახალი პარტნიორის შემთხვევაში
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
• პროფილაქტიკურად — წელიწადში 1-ჯერ მაინც
გახსოვდეს: საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პასუხისმგებლობაა და არა სირცხვილი.
რა ანალიზები უნდა გაკეთდეს (სგგდ სკრინინგი):
სისხლის ანალიზები
• აივ (HIV 1/2)
• სიფილისი (VDRL / RPR / TPHA)
• ჰეპატიტი B (HBsAg)
• ჰეპატიტი C (Anti-HCV)
შარდის ან ნაცხის ანალიზები (PCR)
• ქლამიდია
• გონორეა
• ტრიქომონიაზი
• მიკოპლაზმა / ურეაპლაზმა (საჭიროებისამებრ)
დამატებით (ინდივიდუალურად)
• HPV ტესტი (განსაკუთრებით ქალებისთვის)
• ჰერპესი (HSV 1/2) — სისხლით ან აქტიური დაზიანებიდან
რამდენად ხშირად?
• ახალი პარტნიორი → ტესტირება კონტაქტამდე ან მალევე
• აქტიური სქესობრივი ცხოვრება → წელიწადში 1-ჯერ
• სიმპტომები → დაუყოვნებლივ“, - წერს ვერიკო აბრალავა.
ასევე დაგაინტერესებთ: